ე.წ აგენტების რეესტრში მოხვედრის გამო მოქალაქე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართავს. ირკვევა რომ დეა ერემაშვილი, რომელიც გასულ წელს ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა ე.წ აგენტების რეესტრში აღმოჩნდა და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები საჯარო რეესტრმა მისი ნებართვის გარეშე გამოაქვეყნა. კერძოდ საუბარია ანაზღაურებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ ინფორმაციაზე.
"მოკლედ ისეთი ანერვიულებული ვარ არ ვიცი საიდან დავიწყო, 1 წელზე მეტია "რუსულ კანონს ვებრძვი" იმიტომ რომ ჩემი საქმიანობის შეურაცხყოფის პირდაპირ პროპორციული მგონია.
არსებობენ ორგანიზაციები, რომელიც სხვა გვარად უყურებენ ამ პროცესებს და მთავრობასთან ჭიდილს არჩიეს კანონის დამორჩილება. მათ შორის არის 'კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" რომლიდანაც მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე 2023 წელს ვიღებდი კუთვნილ ანაზღაურებას... მიუხედავად იმისა რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ურცხვად იტყუებოდა, რომ ფიზიკური პირების პერსონალურ ინფორმაციას არ ემუქრება საფრთხე...
და ასევე საქართველო პარლამენტის თავმჯდომარე ურცხვად იტყუებოდა სხვა წევრებთან ერთად რომ შშმ პირებს არ გვეხება "რუსული კანონი" და ვიღაც გვატყუებს და ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ დღეს აღმოვაჩინე, რომ აგენტების რეესტრში ასახულია ჩემი განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაცია რომლის დაცულობის ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჰქონდა
მინიმუმ უნდა დაეშტრიხათ ...
დღესვე მოვახდინე საკითხზე რეაგირება და ვთვლი რომ დაირღვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის 5 და 6 მუხლები ჩემთან მიმართებაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციას მოგმართეთ რეაგირებისთვის და მოვთხოვ დაუყოვნებლივ მოახდინოთ აღნიშნული ვანდალიზმის შეჩერება." - წერს დეა ერემაშვილი სოციალურ ქსელში.
არასამთავრობო სექტორში განმარტავენ, რომ სახეზეა პერსონალურ მონაცემთა დაცულობის დარღვევა, რადგან საჯარო დაპირების მიუხედავად, რომ "აგენტების კანონი" რიგით მოქალაქეებს არ შეეხებოდა, როგორც ჩანს ძალაში აღარაა.