ვინ აფინანსებს ქართულ ოცნებას? - "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ამჯერად გიორგი ჭელიძის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელმაც მათი ცნობით, მმართველ პარტიას 2024 წლის 15 აგვისტოს, რუსული კანონის მიღების შემდეგ 40,000 ლარი შეწირა.
ჭელიძე შპს „ვუდმასტერის“ 18%-იანი წილის მფლობელია. 2017-2020 წლებში, მას „ქართული ოცნებისთვის“ 180,000 ლარი აქვს შეწირული. შპს „ვუდმასტერს“ კი „აწარმოე საქართველოში“-დან 52,000 ლარის სახელმწიფო სუბსიდია აქვს მიღებული. 13,000 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი კი სახელმწიფოსგან პირდაპირი პრივატიზაციის გზით მიიღო.
გიორგი ჭელიძე ასევე ფლობს შპს „მეამას“ 5%-იან წილს. აღნიშნულ კომპანიას სახელმწიფო შესყიდვებიდან 145,000 ლარი აქვს მიღებული, ხოლო „აწარმოე საქართველოში“-დან 691,000 ლარი. 22,000 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი კი სახელმწიფოსგან პირდაპირი პრივატიზაციის გზით მიიღო. „ქართული ოცნებისთვის“ 20,000 ლარი აქვს შეწირული „მეამას“ კიდევ ერთ თანამფლობელს - თამაზ ხარაიძეს.