კობახიძემ კულტურის მინისტრი დანიშნა და სპორტის მომავალი მინისტრი წარადგინა | "ოცნება" სამინისტროს გაყოფას აანონსებს

გამოქვეყნდა:

არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნება" კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაყოფას აპირებს. ცალკე ჩამოყალიბდება კულტურის და ცალკე სპორტის სამინისტროები. იქამდე კი კულტურისა და სპორტის მინისტრად კობახიძემ თინათინ რუხაძე წარადგინა. 

სპორტის მინისტრი ამ სამინისტროს ჩამოყალიბების შემდეგ შალვა გოგოლაძე იქნება, იქამდე კი ის კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის [თინათინ რუხაძე]  პირველი მოადგილის მოვალეობას შეასრულებს.

შეგახსენებთ, წულუკიანმა მინისტრის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ის ქართული ოცნების 2024 წლის საარჩევნო სიის ათეულში დაასახელეს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი