პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს ინდიკატორი დაეცა, ჟურნალისტების საქმიანობა გაცილებით სახიფათო გახდა | ჰერჩინსკი რუსული კანონის შედეგებზე

გამოქვეყნდა:

საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე საუბრისას, ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ რუსულმა კანონმა ამ მიმართულებითაც დაამძიმა მდგომარეობა. მისი თქმით,  პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო 77-დან 103-ე ადგილზე ჩამოქვეითდა და ჟურნალისტების საქმიანობა უფრო სახიფათო გახდა: 

"პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო გასულ წელს 77-ე ადგილს იკავებდა 180 ქვეყანას შორის. მიმდინარე წელს კი ეს ინდიკატორი მნიშვნელოვნად დაეცა და საქართველოს ახლა 103-ე ადგილი უკავია მსოფლიოში. ეს უზარმაზარი რეგრესია, რომელსაც ბევრი სხვადასხვა მიზეზი აქვს და ერთ-ერთი მათგანია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის შემოღება. 

ამ კანონს რომ დრამატული შედეგები მოჰყვება, ნათელია, რადგან ჟურნალისტების საქმიანობა გაცილებით უფრო სახიფათო გახდა, მოხდა რეპორტიორებისა და საგამომძიებლო ჟურნალისტების სტიგმატიზება, რასაც მოჰყვა თავდასხმები ინტერნეტსა და რეალურ ცხოვრებაში. 

ამ კანონმა ეგზისტენციური საფრთხე შეუქმნა საინფორმაციო საშუალებებს და მძიმე დარტყმა მიაყენა მათ შესაძლებლობას, რომ დაეხმარონ ქართველებს, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და ამხილონ დეზინფორმაცია. 

როდესაც შენ ნერგავ შიშისა და შურისძიების კულტურას, იღებ კანონს, რომელიც ზღუდავს სიტყვისა და პრესის თავისუფლებას, შენ ზიანს აყენებ დემოკრატიის ერთ-ერთ საკვანძო ფასეულობას. " აღნიშნა ელჩმა მედიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით  "დოიჩე ველე" აკადემიის მიერ იყო ორგანიზებული.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი