დააკავეს რუსი ჩინოვნიკი, რომელიც საქართველოში ძვირადღირებულ ქონებას მალავდა

გამოქვეყნდა:

დააკავეს რუსი ჩინოვნიკი, რომელსაც საქართველოში ძვირადღირებული ქონება აღმოაჩნდა და ამ ინფორმაციას მალავდა, - აღნიშნულის შესახებ საუბარია რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

როგორც რუსული მედია წერს, კომპანია "როსპრიროდნადზორის“ სამხრეთ ციმბირის რეგიონთაშორისი დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ანდრეი ფროლოვს, საქართველოსა და თურქეთში ძვირადღირებული უძრავი ქონება აღმოაჩნდა. ამ ქონების შესახებ კი ის ინფორმაციას მალავდა. 

პროკურატურის თქმით, ფროლოვი ანტიკორუფციული კანონმდებლობის უხეშად დარღვევაშია ბრალდებული

მათივე ცნობით, ჩინოვნიკის  საქმიანობის შედეგად კომპანიამ 5 მილიონზე მეტი იზარალა.

რა სახის უძრავ ქონებას ფლობს ფროლოვი თურქეთსა და საქართველოში, არ აკონკრეტებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი