თურქეთის ქალაქ აქსარაიში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. შემთხვევა აქსარაი-ანკარის ავტომაგისტრალზე მოხდა. ტურისტული ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. მომხდარის მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.