"ჩვენ გვაქვს კონტაქტები თბილისთან... იქ მუშაობენ ჩვენი დიპლომატები, რომლებსაც, საჭიროებისამებრ, აქვთ შესაძლებლობა განიხილონ აქტუალური საკითხები" | ლავროვი

გამოქვეყნდა:

"ჩვენ გვაქვს კონტაქტები თბილისთან... იქ მუშაობენ ჩვენი დიპლომატები, რომლებსაც, საჭიროებისამებრ, აქვთ შესაძლებლობა განიხილონ აქტუალური საკითხები" - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და აკონკრეტებს, რომ საუბარია ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებზე:

"რეგიონის მიღმა მყოფი ქვეყნები ცდილობენ, რომ საკუთარი პირობები უკარნახონ სამხრეთ კავკასიას. მათი მიზანი არის არა იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც იქ არსებობს, არამედ ნატოს ინტერესების გატარება და ზეწოლის ბერკეტების გამოყენება. ნახეთ, რა მოხდა საქართველოში: მათ მიიღეს კანონი, რომელიც ითხოვს გამჭვირვალობას არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანებასთან დაკავშირებით, ასევე კანონი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ და ევროკავშირმაც წამსვე განაცხადა, რომ საქართველო აღარ განიხილება ორგანიზაციის წევრობის კანდიდატად.

მიზეზი კი ის არის, რომ არ იზიარებს ევროპულ ფასეულობებს. გამოდის, რომ ევროპული ფასეულობები არის ძირგამომთხრელი საქმიანობის ფინანსირება დსა ლგბტ დღის წესრიგის გატარება. გარდა ამისა, დასავლეთის ერთ-ერთი მიზანი საქართველოში არის რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა, ანუ ისევ სიტუაციის დაძაბვა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან და ურთიერთობის გაფუჭება ამ ორ სუვერენულ სახელმწიფოსთან. როგორც კი თბილისში მოინდომებენ 3+3 ფორმატში მონაწილეობას, შეუძლიათ მოვიდნენ და დასხდნენ თავიანთ სავარძელში, რომელიც მათთვის მზად არის.

რაც შეეხება კონტაქტებს, ჩვენ გვაქვს ეს კონტაქტები თბილისთან, გვაქვს ინტერესების სექცია შვეიცარიის საელჩოში. იქ მუშაობენ ჩვენი დიპლომატები, რომლებსაც, საჭიროებისამებრ, აქვთ შესაძლებლობა განიხილონ აქტუალური საკითხები, პირველ რიგში ვაჭრობის, ტურიზმის სფეროებში, ხალხთა შორის კონტაქტები უშუალოდ საქართველოს შესაბამის ორგანოებთან", - განაცხადა ლავროვმა 3+3” რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის ფარგლებში, რომელშიც საქართველო არ მონაწილეობს. 

ლავროვმა აღნიშნულ ფორმატში საქართველო კიდევ ერთხელ მიიწვია - "დავადასტურეთ, რომ ამ პლატფორმის კარი ყოველთვის ღია რჩება საქართველოსთვის. ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში ქართველი მეზობლები შეძლებენ ჩაერთონ მის მუშაობაში“, - განაცხადა მან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი