Politico: ევროკავშირის ქვეყნები არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის დაჩქარების მიზნით, ახალი წესების მიღებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის დაჩქარების მიზნით, ევროკავშირის ქვეყნები ახალი წესების სასწრაფოდ მიღებას ითხოვენ. ამის შესახებ ევროკავშირის სამიტის დეკლარაციაში წერია. როგორც ირკვევა, მათი გადაწყვეტილება იმიგრაციის პოლიტიკური მიზენებისთვის გამოყენებას ეწინააღმდეგება. 

"რუსეთს, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებს არ უნდა მიეცეთ უფლება, „ბოროტად გამოიყენონ ჩვენი ღირებულებები, მათ შორის თავშესაფრის უფლება, და ძირი გამოუთხარონ ჩვენს დემოკრატიებს“-ნათქვამია დოკუმენტში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა სოლიდარობა პოლონეთსა და სხვა ქვეყნებს გამოუცხადეს. თუმცა, ისიც დასძინეს, რომ გამონაკლისი სიტუაციები საჭიროებს შესაბამის ზომებს. აღსანიშნავია, რომ  მანამდე პოლონეთის მთავრობამ მიიღო მიგრაციის პოლიტიკის სტრატეგია 2025-2030 წლებისთვის. ამ კანონის მიღება უპირველეს ყოვლისა უსაფრთხოებას ეხება. კერძოდ, ვისაც სურს პოლონეთში მოხვედრა აღმოსავლეთიდან, ბელარუსისა და რუსეთის მხრიდან.

თავშესაფრის უფლების დროებით შეჩერების წინადადებამ ადამიანის უფლებათა აქტივისტების მწვავე კრიტიკა გამოიწვია, რადგან ის, კერძოდ, ეწინააღმდეგება ჟენევის კონვენციას და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას.

პოლონეთი არ არის პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავს ნაბიჯს დგამს. ფინეთმა უკვე მიიღო მსგავსი კანონები. ვარშავა და ჰელსინკი ბელარუსისა და რუსეთის ხელისუფლებებს ადანაშაულებენ, რომ ისინი განზრახ უშვებენ მიგრანტებს ევროკავშირისკენ, რათა ბლოკში ვითარების დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. ამის საპასუხოდ კი მოსკოვი და მინსკი ბრალდებებს უარყოფენ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ადრე გამოაცხადა ახალი კანონპროექტის შემუშავების შესახებ, რომელმაც უნდა გაამარტივოს იმ მიგრანტების სამშობლოში გაგზავნის პროცესი, რომლებსაც არა აქვთ ევროკავშირში დარჩენის უფლება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი