საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ გზას ჩინური კომპანია ააშენებს

გამოქვეყნდა:

საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ გზას, ტენდერში გამარჯვებული ჩინური კომპანია China Railway Tunnel Group Co LTD ააშენებს. ინფორმაციას გამოცემა bpn.ge ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული პროექტი 212 548 390 ლარის ღირებულებისაა და ის 30 თვის განმავლობაში დასრულდება. 

მაგისტრალის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2024 წლის მარტში გამოაცხადა. 

მიმდინარე წელს ტენდერში მონაწილეობა, მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო. 1-ლი ტენდერი დეპარტამენტმა გასული წლის ზაფხულში გამოაცხადა. მაშინ შესყიდვაში 5 ჩინური კომპანია მონაწილეობდა. წინადადებების შეფასების პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ყველა მათგანზე უარყოფი გადაწყვეტილება მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი