ლატვიამ რუსი დიზაინერი და კომიკოსი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყანაში არ შეუშვა. დიზაინერ არტემ ლებედევსა და კომიკოს ვალერი პონომარენკოს არშეშვების შესახებ ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
მისი ინფორმაციიით, პონომარენკოს ლატვიის ქალაქ დაუგავპლისში პროგრამა "ერთი ყველასათვის", ნოემბერში უნდა წარედგინა.
მანამდე ლატვიამ მომღერალი შამანი, ნადეჯდა ბაბკიანა, ტელეწამყვანი ლერა კუდრიავცევს და სხვა რუსებს რომლებიც ღიად უჭერდნენ მხარს რუსეთს, უკრაინის ომში ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.