დანიამ უკრაინისთვის 320 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დააანონსა

გამოქვეყნდა:

დანიამ უკრაინისთვის 320 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დააანონსა

დანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, მთავრობამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების 21-ე პაკეტი მოამზადა, რომელიც ითვალისწინებს დანიის არმიის მარაგებიდან იარაღის გადაცემას, გერმანიასთან თანამშრომლობით საჰაერო თავდაცვის სისტემების დაფინანსებას და უკრაინისთვის საერთაშორისო ფონდში წვლილის შეტანას, რომელსაც დიდი ბრიტანეთი მეთაურობს.

დამატებითი სახსრები უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების საწვრთნელო ღონისძიებების გაფართოებაზე მიემართება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაფინანსების გამოყოფა ჯერ დანიის პარლამენტის ფინანსურმა კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი