პუტინი ბრაზილიაში, G20-ის სამიტზე, არ გაემგზავრება

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტზე არ გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. მისი განცხადებით, ბრაზილიაში ჩასვლამ, შესაძლოა, სამიტის მუშაობას ხელი შეუშალოს, ასევე პრობლემები შეუქმნას ბრაზილიის პრეზიდენტს, რომელთანაც პუტინს კარგი ურთიერთობა აქვს. 

"რა, მე იქ სპეციალურად ჩავალ, რომ სამიტის მუშაობას ხელი შევუშალო?! ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ თუნდაც, რომ გამოვრიცხოთ, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ბრძანება, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დაკავების შესახებ, მაინც ყველა მხოლოდ ამაზე ილაპარაკებს და ამით ჩვენ შევაფერხებთ, G20-ის მუშაობას, რატომ?! " - განაცხადა პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

მან აღნიშნა, რომ "ჩვენ ვიპოვით, ადამიანს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ბრაზილიაში, ადეკვატურად მაღალ დონეზე წარმოაჩენს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი