არჩევნების გაყალბების "ოცნებისეული" მეთოდები | "მთავარი არხის" ჟურნალისტური ექსპერიმენტიდან 24 საათზე მეტი გავიდა, თუმცა შსს ამ დრომდე დუმს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ჟურანლისტური ექპეტიმენტიდან 24 საათზე მეტი გავიდა, თუმცა, ამ დრომდე, შესაბამის საგამოძიებო უწყებას სავარაუდო სისხლის საამართლის დანაშაულზე ფორმალური გამოძიებაც კი არ დაუწყია. საგამოძიებო უწყებების როლი "ქართული ოცნების" გადასარჩენად ამჯერადაც სამთავრობო მედიამ საკუთარ თავზე აიღო. დასუფთავების სამსახურის თანამშრომელები, რომელიც ექპერიმენტის დროს პირადობის ჩამორთმევის ფაქტებს გვიდასტურებდნენ, დღეს მართველი გუნდის კუთვნილ მედიას ჩვენ ფაქტების დამახინჯებაში გვადანაშაულებენ.

ეს არის ერთ-ერთი მეზოვე, რომელიც სახელისუფლებო მედიის თხოვნას, თუ მოთხოვნას, პირნათლად ასრულებს და ყველა იმ ფაქტს უარყოფს, რომელიც რამდნიმე საათით ადრე "მთავარ არხთან" ილაპარაკა. თუმცა ჩაწერილი ინტერვიუს მონაკვეთი, სადაც პირადობების ჩამორთმევას გვიდასტურებდა, ჩვენს ეთერში სრულად გავიდა. 

პირველი, ვინც სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულს გამოხმაურა, რუსთვის მერი ნინო ლაცაბიძე იყო. კითხვები ლაცაბიძესთან ბევრია, თუმცა კრიტიკული მედიის ჟუნალისტებს მასთან კითხვების დასმის შესაძლებლობა ნაკლებად გვაქვს. ლაცაბიძე ამტკიცებს, რომ მეეზოვეებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არა სარჩევნოდ, არამედ შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივებისთვის მხოლოდ რამდენიმე დღით ჩამოართვეს, თუმცა სამართლებრივი დოკუმენტის ოფიციალურად გაფორმებას ადმინისტრაციულ ორგანოში თანამშრომლების პირადობის მოწმობების შენახავა ნადვილად არ სჭირდება. ლაცაბიძის შემდემ ამომრჩევლის სავარაუდო იძულების ფაქტების გაქარწყლება საკუთარ თავზე კახა კალაძემ აიღო. 

იძულება, დაშინება, მუქარა ამორჩეველზე, ყოველი არჩევნების წინ, მმართველი გუნდის ხელწერაა. რუსთავის გარდა, მმართველი გუნდის სამიზნე სამეგრელოში მცოვრებლი ის ადგილობრივები არიან, რომელებიც ოპოზიციურად არიან განწყობილები. "ქართული ოცნების" აქტივისტები, მაღალი თანამდებობის პირები და ძალოვანი უწეყბი თანმშრომლები ის პირები არინ, რომელებიც "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულში ამხილა.

"ქართული ოცნების" გაყლებების სქემა ზუსტად ისეთია, როგორც ამას რამდენიმე წლის წინ "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანი აღწერდა. "ქართული ოცნების" არჩევნების გაყალებების სქემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ამჟამად მსჯავრდებულმა სოსო გოგაშვილი წელების წინ აღწერა. სოსო გოგაშვილის მიერ გასაჯაროებული მასალები სკანდალურ ინფორმაციას შეიცავდა. ამხელდა პოლიტიკოსების დანაშაულებსა და  ე.წ ძველი ბიჭების ქმედებებსაც, თუმცა, ამ დრომდე, არცერთი პირი უკანონო ქმედებისთვის დასჯილი არ არის.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი