უცხო ქვეყნის მოქალაქეები "ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში | ბოლნისის მერი მოსახლეობას აზერბაიჯანელ ბიზნესმენებთან ერთად ხვდება

გამოქვეყნდა:

უცხო ქვეყნის მოქალაქეები "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლება აზერბაიჯანელი ბიზნესმენების დახმარებით სარგებლობს. "მთავარმა არხმა" დაადგინა, რომ ბოლნისის მერი ადგილობრივებს სწორედ აზერბაიჯანელ მეწარმეებთან ერთად ხვდება. თავად დავით შერაზადიშვილი ამ ფაქტს უარყოფს და ამტკიცებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები წინასაარჩევნო პროცესში ჩართული არ ჰყავს. მითუმეტეს, რომ ასეთი აქტივობა კანონით აკრძალულია. 

"საარჩევნო პროცესში არ დავდივართ, ვინ გითხრათ, რომ საარჩევნო პროცესში დავდივართ... არა, არა, ჩემო კარგო, არ დავდივარ, საარჩევნო კამპანიას არ ვატარებთ და გცემთ პასუხს: აზერბაიჯანის მოქალაქე არ დაგვყავს", - ამბობს ბოლნისის მერი "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი