რუსული კანონის გაუქმება, 1000-ლარიანი პენსია... | კოალიცია "ძლიერი საქართველოსთვის" ამომრჩეველთან შეხვედრას მართავს

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში კოალიცია "ძლიერი საქართველოსთვის" ამომრჩეველთან შეხვედრას მართავს. მამუკა ხაზარაძე, ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე მხარდამჭერებთან კოალიციის პრიორიტეტებზე საუბრობენ. კონკრეტულად კი იმ სამ მთავარ გეგმაზე, რომლებზე მუშაობაც არჩევნებში გამარჯვებისა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყება. 

ხაზარაძის გუნდი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ, "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი რუსულ კანონს გააუქმებს იქნება. მათივე თქმით, აქტიურად დაიწყება მუშაობა ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებაზეც.

კოალიციის ერთ-ერთი დაპირება წინასაარჩევნო არის 1000 ლარამდე გაზრდილი პენსიაც. ითქვა ისიც, რომ გამოცხადდება ახალი ტენდერი ანაკლიის პორტის მშენებლობაზე. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი