მატილდა გვარლიანი - პირველი ქართველი მოდელი Victoria’s Secret-ის შოუში

გამოქვეყნდა:

21 წლის მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც „ვიქტორია სეკრეტის“ შოუში მიიღო მონაწილეობა. 6 წლის მატილდა, რომელიც დედის ქუსლიანი ფეხსაცმელებით სახლში ეკრანის წინ „ვიქტორია სეკრეტის“ ანგელოზებს თვალებანთებული უყურებდა, ამ წელს კულისებში ტოპმოდელების, სუპერმოდელებისა და ლეგენდების გვერდით ამაყად იჯდა.

„ვიქტორია სეკრეტი იყო მიზანი და არა ოცნება“, - ეს იყო პირველი გზავნილი, რომელიც ქართველმა მოდელმა, მატილდა გვარლიანმა შოუს კულისებიდან მსოფლიოს გაუგზავნა. მატილდას რომ იშვიათი და გამორჩეული სილამაზე აქვს, ამაზე არავინ დავობს. თუმცა სილამაზის ინდუსტრიაში ყველამ იცის, რომ „ვიქტორია სეკრეტში“ მოსახვედრად მთავარი მოდელის პიროვნული ღირსებებია.

მატილდა გვარლიანი მოდის ინდუსტრიის ახალი ამომავალი ვარსკვლავია. გვარლიანი გამორჩეული და საინტერესოა მაღალი მოდის ისეთი სახლებისთვის, როგორიცაა „შანელი, დოლჩე გაბანა“, „ქლოე, „გუჩი“ „ლუი ვიტონი“. მანამდე მატილდა გვარლიანი გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელიც MODELS.com-ის TOP 50 ახალგაზრდა მოდელს შორის დაასახელა. ის ასევე არის პირველი ქართველი, რომელიც მოდის ბიბლიად წოდებული „ვოგის“ გარეკანზე მოხვდა. დღესდღეობით მას მსოფლიოს  10 დიდი სააგენტო წარმოადგენს.  ბათ შორის ნიუ-იორკში, ბერლინში, პარიზსა და ლონდონში.

„ვიქტორია სეკრეტს“ ხშირად ადანაშაულებდნენ ქალების სტერეოტიპულად წარმოჩენაში. სწორედ ამიტომ, წელს მთავარი ხაზი მრავალფეროვნება იყო. სცენაზე სუპერმოდელებთან ერთად დიდი ზონის ე.წ. პლუს საიზ მოდელები და ორი ტრანსგენდერი მოდელი გამოვიდა. შოუ ამერიკულ-პალესტინური წარმოშობის მოდელმა ჯიჯი ჰადიდიმ გახსნა.

„ვიქტორია სეკრეტის“ წლევანდელი შოუ ბევრი სიახლით გამოირჩეოდა.  19 წლის შემდეგ შოუზე გამოჩნდა ლეგენდარული ტაირა ბენქსი. ამ შოუში პირველად ვიხილეთ საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი კარლა ბრუნი. 6- წლიანი პაუზის შემდეგ კი ბრენდში დაბრუნდნენ ბრაზილიელი ანგელოზები: ადრიანა ლიმა და ალესანდრა ამბროზიო. Victoria’s Secret-ის შოუ 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ნიუ-იორკში გაიმართა. მხოლოდ Youtube-ზე, ჩვენებას 11 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა. 

ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი