"ოცნების" მხარდამჭერი მორიგი განცხადება რუსეთიდან | ევროკავშირის ელჩის კრიტიკას კარასინიც შეუერთდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი კარასინი თბილისში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც კარასინი წერს ევროკავშირის ელჩმა თავისი უხეშობითა და სწორხაზოვნებით გააოცა. ამასთან,კარასინმა პოსტში ჰერჩინსკის გვარი დაამახინჯა.

"თბილისში გამძვინვარდა ვინმე ხერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ეროვნებით პოლონელი. მან გამაოცა თავისი უხეშობით და პირდაპირობით. ითქვა, რომ საქართველო არ იქნება ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და არც 2030 წელს, თუ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის სისტემა ჩამოყალიბდება.

შეგახსენებთ, რომ ეს ითქვა საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინ, ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ბრძოლის ატმოსფეროში.

იმის თქმა, რომ ეს დიპლომატიური ეთიკის დარღვევაა, არაფერია! რეალურად ხდება დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეების პირდაპირი შანტაჟი და დაშინება. მსგავსი რამის მოთმენა სერიოზული გამოცდაა ქართული სიამაყისთვის. დარწმუნებული ვარ, ამას ბრიუსელმაც უნდა მიაქციოს ყურადღება. თუმცა იქ უკვე დაივიწყეს წესიერება."- წერს კარასინი ტელეგრამში.

შეგახსენებთ, ევროპელმა დიპლომატმა პაველ ჰერჩინსკიმ 18 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა: "თუ თქვენ გადაწყვეტთ საქართველოს გადაქცევას ერთპარტიულ სახელმწიფოდ, აკრძალავთ ოპოზიციას და განდევნით სამოქალაქო საზოგადოებას, თუ დაუშვებთ, რომ საქართველო იყოს ადგილი, სადაც თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ადგილი არ არის, თუ გადაწყვეტთ, რომ საქართველოში ყველა ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული, ღიად ვიტყვი: ქვეყანა არ გახდება ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და არც 2030 წელს".

 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი