"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" | ხვალ, 20 ოქტომბერს, გადამწყვეტ არჩევნებამდე სახალხო მარში გაიმართება

გამოქვეყნდა:

"საქართველო ირჩევს ევროკავშირს!" - ხვალ, 20 ოქტომბერს, დედაქალაქში 4 სხვადასხვა ადგილიდან  თავისუფლების მოედნამდე საყოველთაო მარში გაიმართება. მარში სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივით იმართება, მასშტაბურ მანიფესტაციას პროდასავლური ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან.

მარში 17:00 საათზე მარჯანიშვილის მოედნიდან, გმირთა მოედნიდან, რესპუბლიკის მოედნიდან, 300 არაგველის ობელისკიდან (ორთაჭალა) და ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთიდან (მთაწმინდა) დაიწყება. 19:00 საათზე კი ყველა კოლონა თავისუფლების მოედანზე შეიკრიბება.

"ჩვენ ვიცით, რომ ვართ ძალიან ბევრი, მაგრამ კარგი იქნება თუ წინასაარჩევნოდ ერთმანეთს გავამხნევებთ და "ქართულ ოცნებას" ვაჩვენებთ, რომ ამ ქვეყანაში ბევრი ადამიანია, რომელსაც არჩევნებზე მისვლა კი არა, ქუჩაში გამოსვლაც არ ეზარება და ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება და ყოველთვის დავიცავთ დემოკრატიას, დავიცავთ ჩვენ არჩეულ კურსს და მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ თუ ხელისუფლება ჩვენ დაკვეთას არ ასრულებს და წითელ ხაზებს კვეთს, ჩვენ მივდივართ არჩევნებზე და დემოკრატიულად და მშვიდობიანად ვცვლით მას," - ამბობს "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი ბორის ჩელე ყურუა.

ავტორი: დავით კობიძე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი