ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის შექმნა | საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში პოლიტიკურ ძალებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნდა:

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი საქართველოს პარლამენტის მიერ ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის შექმნას ითვალისწინებს. შეთანხმებაზე ხელი "კოალიცია ცვლილებისთვის", "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" და "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლებმა მოაწერეს. მათი თქმით "ქართულმა ოცნებამ" არაერთი რეგულაცია შემოიღო საბჭოთა არქივების წვდომის შესაზღუდად. რაც ხელს უწყობს რუსული დეზინფორმაციას გავრცელებას.

"ყველა პუნქტი, რომელიც არის გაწერილი ყველა მნიშვნელოვანია. იქ საუბარი არის მეხსიერების ინსტიტუტის შექმნაზე, საუბარი არის არქივების გახსნაზე, საუბარი არის ლუსტრაციაზე, საუბარი არის იმაზე, რომ იქაც არის საბჭოთა რუსული ტოტალიტარული წარსული, ამის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის შევიდეს საგანმანათლებლო სივრცეში და მომავალ თაობებს ჰქონდეთ ზუსტი წარმოდგენა, ინფორმაცია იმის შესახებ სად იყო ეს ქვეყანა და რა პირობებში ცხოვრობდნენ ჩვენი წინა თაობები.

ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავიაზროთ ეს წარსული და მომავალში იგივე შეცდომები არ დავუშვათ. "ოცნების" ხელისუფლების დროს, ისინი ცდილობენ ჩვენი მეხსიერების და ჩვენი ისტორიის გადაწერას და შავზე გვიმტკიცებენ თეთრს და თეთრზე გვიმტკიცებენ შავს. მტერზე გვეუბნებიან რომ ის არის მოყვარე და მეგობარზე გვეუბნებიან, რომ არის რაღაც გლობალური ომის პარტია და მტერი.

ამ პუნქტების შესრულება არის მნიშვნელოვანი.ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რა საკანონმდებლო ცვლილებებიც დასჭირდება ამ მემორანდუმის პუნქტების შესრულებას ამ პუნქტებს დავუჭიროთ მხარი პარლამენტში," - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი