მობილიზებული საპოლიციო ძალები და ჯავშნიანი აკვარიუმი | ივანიშვილი, დღეს იმერეთის მოსახლეობას მიმართავს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" რეგიონული ტურნე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეს, ქუთაისში დასრულდება. პარტიის ლიდერები იმერეთის მოსახლეობას მიმართავენ. ღონისძიება 18:00 საათზე, ბალახვანში, ასსაფეხურიან კიბესთან გაიმართება.

ქალაქის ცენტრში მმართველი პარტიის ღონისძიებისთვის მონტაჟდება სცენა, უკვე მიტანილია საგანგებოდ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილისთვის დამზადებული ტყვიაგაუმტარი მინის აკვარიუმიც. ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ძალები. იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან პარტაქტივის ჩამოსაყვანად მომზადებულია მიკროავტობუსები და ავტობუსებიც.

იმერეთის მოსახლეობა შეხვედრის დაწყებამდე 12 წლის წინ "ქართული ოცნებისა" და ოლიგარქის მიერ გაცემულ დაპირებებს იხსენებენ და ამბობენ, რომ მათგან არცერთი შესრულებულა - "კი [მახსოვს მაშინდელი დაპირებები], მაგრამ არაფერი არ გაკეთებულა," - ამბობს მოქალაქე.

"ბიძინა 2012 წელს რომ მოვიდა, ქუთაისში ერთ-ერთ აქციაზე განაცხადა, რომ პოლიტიკურ პოლიციას გააუქმებდა და დღევანდელი რეალობით მივიღეთ პოლიტიკური მილიცია, არნახული დემოკრატიის მილიციური რეჟიმი და ეს პოლიტიკური პოლიციელები, რომლებიც დღეს მოღვაწეობენ აკეთებენ იმ საქმეს, რაც, ასე ვთქვათ, ოლიგარქს სათავისოდ გამოადგება. ამიტომ ვეკითხები [ივანიშვილს] პოლიტიკური პოლიციის გაუქმების დაპირება სად არის," - ამბობს იმერეთის მაცხოვრებელი.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი