ნეთანიაჰუს სახლს ლიბანიდან გაშვებული დრონი თავს დაესხა

გამოქვეყნდა:

ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლს, რომელიც ქალაქ კესარიაში მდებარეობს ლიბანიდან გაშვებული დრონი თავს დაესხა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

დრონის თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა, პრემიერმინისტრი და მისი მეუღლე რეზიდენციაში არ იმყოფებოდნენ. მომხდართან დაკავშირებით ისრაელის თავდაცვის ძალებმა და ნეთანიაჰუს ოფისმაც გააკეთა განცხადება, სადაც ნათქვამია რომ "შენობას დაარტყეს." 

 (IDF) თქმით, დრონი, რომელიც ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან აფეთქდა, ლიბანიდან გაშვებული 3 უპილოტო საფრენი აპარატიდან ერთ-ერთი იყო. დანარჩენი 2 დრონი ისრაელის თავდაცვის ძალებმა უკვე ჩამოაგდეს. 

როგორც ირკვევა, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. IDF-ის თქმით, იკვლევენ მიზეზებსაც, თუ რატომ არ ჩაირთო განგაშის სირენები ლიბანური დრონების მიერ ისრაელის საჰაერო სივრცის დარღვევის შედეგად. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი