შემოწმებულია: ოლიგარქისა და მისი პარტიის საყვარელი კონსპირაციის თეორიები | რას ამტკიცებენ და რა არის რეალობა?

გამოქვეყნდა:

გლობალური ომის პარტია “ქართული ოცნების” საყვარელი კონსპირაციის თეორიაა. გზავნილები ამ თემასთან დაკავშირებით 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გააქტიურდა. პარტიის ლიდერები ზუსტად ვერასდროს ასახელებენ, ვინ მოიაზრება გლობალური ომის პარტიაში, თუმცა არგუმენტების გარეშე ამტკიცებენ, რომ ამ ჯგუფის მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობაა.

ყოველთვის, როცა მმართველი გუნდი საკუთარი პოლიტიკური ნაბიჯების გამართლებას ცდილობს, მათთვის ცნობილ ამ კონსპირაციის თეორიას იშველიებს. პრემიერი კობახიძე ხშირად ამტკიცებს, რომ გლობალური ომის პარტიას კრიტიკული გავლენა აქვს აშშ-სა და ევროკავშირის სტრუქტურებზე. თუმცა, ამ ჯგუფის შესახებ, “ქართული ოცნების” წევრების გარდა, არანაირი წყარო არ არსებობს.

ოლიგარქის გუნდის კონსპირაციის თეორია ხშირად  საზოგადოებაში მხოლოდ ღიმილს იწვევს, რადგან მის გასამყარებლად არგუმენტებია საჭირო, რომელიც არ არსებობს. გასულ კვირებში სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე გამოცემები და ანონიმური გვერდები აქტიურად ავრცელებდნენ მამუკა არეშიძის კომენტარს, სადაც  ის  ტერმინ “გლობალური ომის პარტიას” ტერმინ “დიფ სთეითთან” აიგივებს და ამტკიცებს, რომ  ეს ტერმინი აშშ-ის 34-ე პრეზიდენტ ეიზენჰაუერს ეკუთვნის და მას ამერიკის ყველა პრეზიდენტი იყენებს.

რეალურად კი ამ ორ კონსპირაციულ თეორიას შორის ერთმანეთისგან განსხვავებული ისტორია და განმარტება აქვს.

მართალია, გლობალური ომის პარტია ქართული ოცნების მიერ შექმნილი ტერმინია, თუმცა ექსპერტები განმარტავენ, რომ ის მსოფლიოში გავრცელებული სხვა შეთქმულების თეორიების მსგავსია, რომელსაც ძირითადად ავტორიტარი ლიდერები ოპონენტების დისკრედიტაციისთვის იყენებენ.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები  მკაფიოდ განმარტავენ, რომ "გლობალური ომის პარტია" არ არსებობს და ტერმინი კრემლშია გამოგონილი.  მსოფლიო აღიარებს რომ ერთადერთი ომის პარტია  მხოლოდ რუსეთშია.

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი