Le Monde: აშშ-ს აღარ აქვს ფუნდამენტური წინააღმდეგობა უკრაინის NATO-ში მიწვევასთან დაკავშირებით

გამოქვეყნდა:

აშშ არ არის უკრაინის NATO-ში მიწვევის წინააღმდეგი. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ბერლინში გამართული, შეერთებული შტატების, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების შეხვედრის შემდეგ წერს

გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, გარდამავალ პერიოდში შესაძლოა უკრაინის ალიანსში მიწვევის პროცესი დაიწყოს და ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ აშშ-ის არჩევნებში დემოკრატი კანდიდატი და მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გაიმარჯვებს. 

შეერთებულ შტატებს აღარ აქვს რაიმე ფუნდამენტური წინააღმდეგობა უკრაინის NATO-ში მიწვევასთან დაკავშირებით - წერს Le Monde და აღნიშნავს, რომ შტატების ასეთი პოზიციის შემთხვევაში, შესაძლოა გერმანიამაც შეცვალოს პოზიცია. 

გამოცემის ცნობით, ბერლინში გამართულ შეხვედრაზე ლიდერებმა ასვე განიხილეს უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის შორი მოქმედების იარაღის გამოყენების აკრძალვის გაუქმების შესაძლებლობა. საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მზად არიან დაუშვან ასეთი დარტყმები, გერმანია და შეერთებული შტატები კი  შიშობენ, რომ ისინი კონფლიქტის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის NATO-ში მიწვევა უკრაინის პრეზიდენტის "გამარჯვების გეგმის" პირველი პუნქტია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი