საქართველო ირჩევს ევროკავშირს | მასშტაბურ მსვლელობას დღეს სტუდენტებიც უერთდებიან

გამოქვეყნდა:

საქართველო ირჩევს ევროკავშირს - მასშტაბურ მსვლელობას დღეს სტუდენტებიც უერთდებიან. დღეს ახალგაზრდები კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირებენ ევროპულ არჩევანს და დაამტკიცებენ, რომ თბილისი ევროპული ქალაქია.

როგორც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მთავარ არხთან აცხადებენ, მათი მსვლელობაში მონაწილეობის მიზანია დააფიქსირონ ერთიანი პოზიცია, რომ ქვეყნის ადგილი ევროპაში და ევროკავშირშია.

"ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ რომ საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - აცხადებენ სტუდენტები.

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი