"თუ "ოცნებამ" გაიმარჯვა, საერთოდ დავიღუპებით" | მარშს "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" იმერეთიდან 90 წლის ბაბუც უერთდება

გამოქვეყნდა:

 

"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - ევროპული მარშს რეგიონებიდან უერთდებიან. იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ცენტრში დილიდან იკრიბებიან ადამიანები, რომლებიც თბილისში ჩანიშნულ მასშტაბურ პროევროპულ მსვლელობას შეუერთდებიან.

აქციაზე დასწრების მსურველები ამბობენ, რომ დღევანდელი მარში არჩევნების წინ ერთგვარი რეპეტიცია და იმის დამტკიცება იქნება, თუ რას ირჩევს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათი მიზანია, რომ ევროპაში და ევროპული ცხოვრების სტანდარტით იცხოვრონ, როგორც ხანდაზმულებმა, ასევე მომავალმა თაობამაც და რომ არ სურთ რუსეთის ერთ-ერთ გუბერნიად ყოფნა.

"ეგება ჩვენ ქვეყანას დაადგეს საშველი და გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან რაშიც დღეს ვართ. 90 წლის ვხდები აგერ და 400 ლარი წამალს ვაკმარო, საჭმელს თუ გზას? ოცნებამ თუ გაიმარჯვა საერთოდ დავიკარგებით, რაც ვიყავით საბჭოთა კავშირის დროს. ევროპას ჩამოვცილდებით, ამერიკას ჩამოვცილდებით, იქიდან იმდენი დახმარება შემოდიოდა, სკოლები, ბაგა-ბაღები თუ გზები შენდებოდა, ყველაფერს ჩამოგვაცილეს და დაკარგეს." - ამბობს იმერეთში მცხოვრები.

თბილისში დაგეგმილ მსვლელობას უერთდებიან იმერეთში მცხოვრები დევნილებიც.

"მე აფხაზეთიდან ვარ, საფლავზე ვერ შევდივარ, სანთელს ვერ ვანთებ, უკუბოო მიცვალებულები მყავს ჩაყრილი მიწაში - ერთადერთი ძმა. ეს კიდე რუსეთიო მიძახის, გიყვარდეს რუსეთი და ბოდიში მოუხადე რუსებსო, არა, ბოდიშს არ მოვუხდი არავითარ შემთხვევაში," - აცხადებს ადგილობრივი დევნილი ქალი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი