ლანჩხუთის ვიცე-მერმა შეხვედრაზე საბავშვო ბაღების თანამშრომლებს 23 ოქტომბერს "ოცნების" აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა

გამოქვეყნდა:

ამომრჩევლის დაშინებისა და მუქარის პარალელურად "ქართული ოცნება" საჯარო მოხელეებზე ზეწოლას განაგრძობს. კერძოდ ირკვევა, რომ ლანჩხუთის ვიცე-მერმა, ეკატერინე გუჯაბიძემ ბაღების გაერთიანების დირექტორთან ერთად საბავშვო ბაღების პერსონალთან შეხვედრა გამართა და შეხვედრაზე მათ მოუწოდა "ქართული ოცნების" მიერ 23 ოქტომბერს თბილისში დაანონსებულ აქციას შეუერთდნენ, შემდეგ კი გადამწყვეტ არჩევნებზე ხმა მმართველი პარტიის სასარგებლოდ მისცენ.

ადგილზე "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფის გამოჩენისთანავე შეხვედრა შეწყდა და ლანჩხუთის ვიცე-მერმა ტერიტორია დატოვა. მათი განმარტებით შეხვედრა ავტორიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა და დასრულდა.

"ჩვეულებრივი წინასაარჩევნო შეხვედრებია, რომლებსაც უკვე სისტემატური ხასიათი მიეცა. როგორც დღეს გამოჩნდა, ბაღებთან შეხვედრებს ატარებს ქალბატონი ვიცე-მერი ეკატერინე გუჯაბიძე და აგრეთვე ყველა შეხვედრას ესწრება ქალბატონი ნატა კობალავა," - ამბობს "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირმა მგელაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი