"საქართველო ირჩევს ევროპას" | სახალხო მარშის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ

გამოქვეყნდა:

"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - სახალხო მარშის მონაწილეები თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ. 

თავისუფლების მოედანზე, გამომსვლელების მიმართვების შემდეგ, დაგეგმილია აქცია-კონცერტი, სადაც მონაწილეობას არაერთი ქართველი პროევროპელი მუსიკოსი მიიღებს:

სახალხო მსვლელობას, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, მათ შორის "კოალიცია ცვლილებისთვის", "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", "ძლიერი საქართველოს" წევრები.

შეგახსენებთ, რომ მარში 5 ლოკაციიდან დაიწყო. მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედანზე, 300 არაგველის ობელისკთან, ამაღლების ქუჩაზე, გმირთა მოედანსა და რესბუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მივიდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი