"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - თბილისში გამართულ ევროპულ მარშსა და აქციას სტრასბურგში და ფრაიბურგში მცხოვრები ემიგრანტებიც შეუერთდნენ.
ამბობენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამისათვის საჭიროა, რომ 26 ოქტომბერს ქვეყნის თითოეული მოქალაქე არჩევნებზე მივიდეს და მისი არჩევანი დააფიქსიროს.