"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თავისუფლების მოედანზე მივიდა.
ამ წუთებში ევროპული მარშის მონაწილეებს სიტყვით გამომსვლელები მიმართავენ, პარალელურად, მიმდინარეობს აქცია-კონცერტიც, სადაც არაერთი ქართველი პროევროპელი მუსიკოსი მონაწილეობს:
სახალხო მსვლელობას, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, მათ შორის "კოალიცია ცვლილებისთვის", "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", "ძლიერი საქართველოს" წევრები.
შეგახსენებთ, რომ მარში 5 ლოკაციიდან დაიწყო. მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედანზე, 300 არაგველის ობელისკთან, ამაღლების ქუჩაზე, გმირთა მოედანსა და რესბუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მივიდნენ.