მოლდოვაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბები დაიხურა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმა 1 456 457-მა ამომრჩეველმა მისცა.
როგორც ცნობილია, საზღვარგარეთ ზოგიერთი საარჩევნო უბანი კვლავ ფუნქციონირებს - ისინი ადგილობრივ დროს იცავენ. მათ შორის, ცნობილია, რომ რუსეთში საარჩევნო უბნების მუშაობის საათები 2 საათით გახანგრძლივდა.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუმინეთში საარჩევნო უბნები ღია 23:00 საათამდე დარჩება.
დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.