ბიუჯეტის ძარცვა კანონის სახელით | რა მიზნით მიიღო ოლიგარქმა ოფშორების კანონი

გამოქვეყნდა:

ბიუჯეტის ძარცვა კანონის ძალითა და სახელით - კანონი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონის პარალელურად გაიტანა და დაჩქარებული წესით მიიღო, ოფშორებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანის შემთხვევაში მთელ რიგ შეღავათებს აწესებდა. თუმცა უკვე 4 თვის შემდეგ, ოქტომბრის დასაწყისში, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამ შეღავათებით სარგებლობას ფინანსთა მინისტრის ნებართვა სჭირდება.

რატომ არის ოფშორების კანონი ასეთი მნიშვნელოვანი ხელისუფლებისთვის და თანაც რატომ დასჭირდათ მისი ლამის გასაიდუმლოებულ რეჟიმში გატანა, და შემდეგ უკვე მინისტრის ბრძანებებით დაზუსტდება. საქმე იმაშია, რომ ამ კანონით შესაძლებელი გახდა საქართველოში მიღებული მოგების დაუბეგრავად გატანა საზღვრებს გარეთ, ამისთვის მხოლოდ ისაა საჭირო, რომ ამ მოგების მიმღები ოფშორში რეგისტრირებული კომპანია იყოს.

ცნობისთვის, ივანიშვილის ყველა კომპანია ოფშორია რეგისტრირებული. და სხვადასხვა შეფასებით, მას რამდენიმე ასეული მილიონის გაუნაწილებელი მოგება უნდა ჰქონოდა. ოფშორების კანონის კიდევ ერთი პუნქტი კი გადასახადებისგან ათავისუფლებს პირს, რომელიც ოფშორიდან საქართველოში ხელოვნების ნიმუშს, ძვირფასეულობას, ან ანტიკვარიატს შემოიტანს. ცნობისთვის, თავად ივანიშვილის ადვოკატებს აქვთ აღიარებული, რომ სანქციების შიშის გამო მან ლონდონისა და ნიუორკის საცავებიდან მისი კუთვნილი ხელოვნების ნიმუშები წაიღო. ოლიგარქის საკუთრებაში სხვადასხვა შეფასებით 1.2 მლრდ დოლარის ღირებულების ნახატებია, რომლის შემოტანის შემთხვევაში ბიუჯეტში 200 მლნ დოლარზე მეტის გადახდა მოუწევდა. ოფშორების კანონმა გადასახადებისთვის თავის არიდების საშუალება გააჩინა. მაგრამ მეორე საკითხია, რატომ დასჭირდა 4 თვის შემდეგ ხელსიუფლებას ამ შეღავეთების ჩაკეტვა და მხოლოდ მინისტრის საგამონაკლისო წესით დაშვება. 

ვრცლად - იხილეთ დავით აბრამიშვილის სიუჟეტი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი