"ჩვენ ევროპას დავუმტკიცეთ, რომ ევროპელები ვართ", - ამის შესახებ ბიზნესმენი, "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელი თემურ ჭყონია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი არჩევნები ნათია გოგსაძესთან და თეა ადეიშვილთან ერთად" საუბრობს და თბილისში დღეს გამართულ ევროპულ მარშს ეხმაურება.
"ერთი კვირა დარჩა გადამწყვეტი არჩევნების დღემდე და თუ ნახავთ პარტიების პრეზენტაციებს, ძაან საინტერესო ანალიზის გაკეთება შეიძლება - წლევანდელი არჩევნები განსაკუთრებით გამოირჩევა მაღალინტელექტუალობით, სამშობლოს სიყვარულით, თუ შეადარებთ, ვთქვათ, აქციებს, ნახავთ, რომ ხარისხობრივად, შემადგენლობით, მოწოდებით, ახალგაზრდების განსაკუთრებული, გულითადი, ძალიან დიდი სიმდიდრით ჩართვით, ჩვენ ევროპას დავუმტკიცეთ, რომ ჩვენ ევროპელები ვართ.
[...]
დღევანდელმა აქციამ კიდევ ერხელ აჩვენა მთელ ევროპას, ჩვენ ევროპის კანდიდატის სტატუსი ზუსტად ასეთი აქციებით მივიღეთ და არა იმ რეფორმებით ან რაღაც შესრულებებით, რომელიც ჩვენ ევროპამ დაგვავალა და მოგვანიჭა", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.