"ნანა მალაშხიამ თავისი დროშით შეასრულა უდიდესი როლი, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი გვაქვს... ის არის სიაში, არ უნდა მივცეთ ხმა?!" | თემურ ჭყონია

გამოქვეყნდა:

"ნანა მალაშხიამ თავისი დროშით შეასრულა უდიდესი როლი, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი გვაქვს... ის არის სიაში, არ უნდა მივცეთ ხმა?!", - ამის შესახებ ბიზნესმენი, "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელი თემურ ჭყონია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი არჩევნები ნათია გოგსაძესთან და თეა ადეიშვილთან ერთად" საუბრობს.

ნანა მალაშხია, ნომერ პირველია სიაში, ყველა ადამიანს ხომ თავისი დაფასება აქვს. ნანა მალაშხიამ იმ დემონსტრაციით, თავისი დროშით, შეასრულა უდიდესი როლი, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. დამიჯერებთ თუ არა? ეს ემოციური მომენტი კი არ არის, მართლა ასე იყო. და არის სიაში. არ მივცეთ ხმა? ქალი ევროკავშირის დროშით, ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს... ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, სიებს უნდა გადავხედოთ, არის ცეკას ინსტრუქტორები, ყოფილი რაიკომის მდივნები... - აცხადებს თემურ ჭყონია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი