"ოცნების" პარტაქტივი ევროპული მარშისთვის ხელისშეშლას ე.წ "ლაზერებით" შეეცადა | მათი აღმოჩენის შემდეგ კი პლედებში დაიმალნენ

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" პარტაქტივი გუშინ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციისთვის ხელის შეეშლას შეეცადა. "ოცნების" მიერ დაქირავებული ახალგაზრდები თავისუფლების მოედანზე, ოცნების დეპუტატ ანტონ ობოლაშვილის სასტუმრო "მონოგრაფის" ვერანდაზე მდებარე რესტორნიდან სცენაზე გამომსვლელებსა და მარშის მონაწილეებს ე.წ "ლაზერებს" ანათებდნენ. მათი ადგილმდებარეობის აღმოჩენის შემდეგ კი თავად სახეებს პლედებით იფარავდნენ და კამერებს ამ ფორმით ემალებოდნენ.

"მთავარმა არხმა" გაარკვია, რომ დაქირავებული პარტაქტივის წევრები სხვადასხვა რაიონის გამგეობებში არიან დასაქმებულები, ასევე, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი