უკრაინაში მებრძოლ ქართველ ქალ მოხალისეს რუსეთმა 13-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისე რუსუდან ივანეიშვილს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა 13-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები სასამართლომ საკმარისად ცნო საქართველოს მოქალაქე რუსუდანი ივანეიშვილისთვის დაუსწრებლად განაჩენის გამოსატანად. იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის  359-ე მუხლის მესამე ნაწილით (დაქირავებული მებრძოლი ) - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ივანეიშვილზე გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.

რუსუდან ივანეიშვილი დაიბადა საქართველოში და აქვს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურების გამოცდილება, ასევე მონაწილეობდა ავღანეთში ნატოს მისიაში. 2022 წელს უკრაინაში შეუერთდა "ქართულ ეროვნულ ლეგიონს", და მონაწილეობას იღებდა რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი