"გაიცანით ქართველი მილიარდერი - "ბონდის ბოროტმოქმედი" ოლიგარქი" | Daily Mail-ის სტატია ივანიშვილზე

გამოქვეყნდა:

"სიუჟეტი პირდაპირ "ჯეიმს ბონდის" ფილმის მსგავსია. მილიარდერი ოლიგარქი მეტსახელად "ბოა კონსტრიქტორი" ჩუმად ახშობს სახელმწიფოს. 12 წელზე დიდი ხანია ის აფუჭებს ყველაფერს, რასაც ეხება", - ამ სიტყვებით იწყება Daily Mail-ის სტატია, რომელიც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ეძღვნება.

"დაუჯერებლად ჟღერს? მაშინ გაიცანით ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჩრდილიდან მართავს შავი ზღვისპირა ერს, საქართველოს. გასულ ზაფხულს მან მოახერხა საკუთარ ხალხს დაჰპირისპირებოდა და სასტიკად პროდასავლური ერი მოსკოვის სფეროსკენ გადაეყვანა - და, როგორც ჩანს, ამ თვეში ის აპირებს ვლადიმერ პუტინს ერთ-ერთ ყველაზე დიდი გამარჯვება გადასცეს.

[...]

პატარა, შორეული ქვეყნის სულ უფრო ავტოკრატიულმა მთავრობამ მიიღო დრაკონული კანონპროექტი, რომელიც 26 ოქტომბრის საქართველოს არჩევნებში მოსაგებად ოპონენტებს ხელებს გადაუგრეხს.

მაგრამ ისინი, ვინც ივანიშვილს უკეთ იცნობენ, გვაფრთხილებენ, რომ ეს პუტინის უფრო დიდი შეთქმულების ნაწილია", - წერს გამოცემა.

აქვე, Daily Mail-ი მკითხველს ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიას უყვება და აღწერს, როგორ დააგროვა ოლიგარქმა მილიარდები რუსეთში, ასევე, როგორ წარიმართა მისი პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში დაბრუნების და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი