პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა, რომელიც დღეს კიევში ჩავიდა და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა, უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა.
„ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით, შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერის გაზრდას. დღეს მინდა გამოვაცხადო 400 მილიონი დოლარის საპრეზიდენტო დახმარების პაკეტის გამოყოფა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის, სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღისთვის“, - განაცხადა ოსტინმა და დასძინა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის დახმარებას ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმების შესაბამისად, რომელსაც ხელი მოაწერეს პრეზიდენტებმა ზელენსკიმ და ბაიდენმა.
ლოიდ ოსტინი კიევში დღეს დილით ჩავიდა.