"კი" - ევროინტეგრაციას და მოსალოდნელი მეორე ტური მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში | დათვლილია ხმების 99,77%

გამოქვეყნდა:

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგებს ამ დრომდე ითვლიან. ბოლო მონაცემებით, დათვლილია ხმების 99,77%.

დათვლილი ხმების შედეგად, მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ 42.40%-ით ლიდერობს, მის კონკურენტ, პრორუს ალექსანდრე სტოლიანოგლოს კი ხმების 26.01% აქვს. ამ შედეგებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 

რაც შეეხება საკონსტიტუციო რეფერენდუმს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით - ამ დროის მოცემულობით, ამომრჩევლის დაახლოებით 50,46%-მა კითხვას, "ემხრობა თუ არა კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?" დადებითი პასუხი გასცა. 

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 20 ოქტომბრის არჩევნებსა და რეფერენდუმზე ხმა 1 456 457-მა ამომრჩეველმა მისცა.

თავის გამოსვლაში მაია სანდუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმა" რამდენიმე თვე გაგრძელდა და ამის უკან იდგნენ კრიმინალური დაჯგუფებები და უცხოური ძალები, რომლებიც "დაესხნენ მოლდოვას ათეულობით მილიონი ევროთი, ტყუილითა და პროპაგანდით".

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი