მოლდოვის მოსახლეობის უმრავლესობამ რეფერენდუმში მხარი ქვეყნის ევროინტეგრაციას დაუჭირა | დათვლილია ხმების 100%

გამოქვეყნდა:

მოლდოვაში რეფერენდუმის შედეგების 100% დათვლილია. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით: დათვლილი ხმების შედეგად, საკონსტიტუციო რეფერენდუმში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით - ამომრჩევლის 50,46%-მა კითხვას, "ემხრობა თუ არა კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?" დადებითი პასუხი გასცა.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, აქაც, უკვე 100%-ია დათვლილი და მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ 42.45%-ით ლიდერობს, მის კონკურენტ, პრორუს ალექსანდრე სტოლიანოგლოს კი ხმების 25,98% აქვს. ამ შედეგებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ 3 ნოემბერს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 20 ოქტომბრის არჩევნებსა და რეფერენდუმზე ხმა 1 456 457-მა ამომრჩეველმა მისცა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი