საქართველო ირჩევს ევროკავშირს | მოსახლეობა 26 ოქტომბრის გადამწყვეტი არჩევნების მოლოდინში

გამოქვეყნდა:

სამშობლოზე სიმღერით ეროვნული იდეის გარშემო გაერთიანებული ათობით ათასმა მოქალაქე - თავისუფლების მოედანზე 20 ოქტომბერს შეკრებილებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ერთად დგანან ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. მათი გზავნილი მკაფიო იყო - საქართველო ირჩევს ევროკავშირს და რამდენიმე დღეში უარს ეუბნება "ოცნების" ხელისუფლებას. 

სამოქალაქო საზოგადოებას გარდაუვალი ცვლილების ობიექტური მოლოდინი აქვს. გადამწვეტ არჩევნებამდე 6 დღით ადრე, მოქალაქეებმა ეროვნული მარშით ერთმანეთი გაამხნევეს, მსოფლიოს და ხელისუფლებას კი უთხრეს, რომ დასავლური ვექტორის ერთგულები არიან და 26 ოქტომბერს საკუთარ ხმას სწორედ ევროპული მომავლის სასარგებლოდ მისცემენ.

გუშინდელი დემონსტრაცია ფაქტობრივად რეფერენდუმი იყო იმისა, რას ირჩევენ ხუთ დღეში საქართველოს მოქალაქეები. საზოგადოების უმრავლესობისთვის "ქართული ოცნება" აღარ გამოხატავს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქვეყნის სათავეში უნდა იყოს. ამიტომ, ახლა დარწმუნებულები არიან, რომ 26-ში საარჩევნო უბანზე ბევრად მეტი ადამიანი მივა და საკუთარ ევროპულ არჩევანს დაადასტურებს.

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი