პარტაქტივისა და საჯარო მოხელეების მობილიზება, ე.წ. ქუჩის ბიჭები და პირადობის მოწმობების წართმევა | "ოცნების" მზადება არჩევნების გასაყალბებლად

გამოქვეყნდა:

გადამწყვეტი არჩევნებიდან 5 დღით ადრე, "ქართული ოცნებაში" სრული მობილიზებაა გამოცხადებული. რეგიონებში უკვე მივლენილი არიან მმართველ გუნდთან დაახლოებული გავლენიანი პირები კონკრეტული გეგმით. ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ ამომრჩველების ხმების მობილიზებაში ჩართული არიან "ოცნების" მართვადი კრიმინალური ავტორიტეტები, ე.წ. ძველი ბიჭეები და საჯარო მოხელეები, ყველა ვინც "ქართული ოცნების" მმართველობით დივიდენდებს იღებს.  გურიში, საპარლამეტო არჩევნებისთვის, ხმების მობილიზაციისთვის გადამწყვეტი ბრძოლა უკვე დაიწყო. ამისთვის გურიაში "ქართულმა ოცნებამ" არაფორმალური შტაბებია გახსნილი.

კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად ხელისუფლებას ე.წ „ზონდერ დაჯგუფებებიც" აქტიურად ეხმარებიან. პირველ ეტაპზე მათი ამოცანა, ამომრჩევლის პირადობის მოწმობების წართმევაა, რომელიც ნებისმიერი გზით-შანტაჟით ან მუქარით უნდა მოიპოვონ.  წინაღმდეგ შემთხვევაში ე.წ „ ტიტუშკები“ ამორჩევლებს ფიზიკური ანგარიშწორებითაც კი ემუქრებიან.

გურიიის მუნიციპალიტეტი არ არის ერთადერთი, სადაც "ქართულმა ოცნებამ" ამორჩევლების მოსყიდვა დაიწო. სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ინფრომაციით ირკვევა, რომ საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქსა თუ სოფელში "ოცნება" მოქალაქეების ხმების მობილიზებით არის დაკავებული. სადამკვირვებლო მისია „ჩვენი ხმა ევროკავშირს“ ლიდერები ამბობენ, რომ მტკიცებულებებისა და ვიდეო-მასალების მიუხედავად, სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე არაცერთ უწყებას გამოძება არ დაუწყია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი