მოლდოვა ირჩევს ევროკავშირს | საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგები ცნობილია

გამოქვეყნდა:

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საკონსტიტუციო რეფერენდუმის ოქმების 100% დამუშავდა და ქვეყნის კონსტიტუციაში ევროპული ვექტორის შეტანის მხარდამჭერთა რაოდენობამ მოწინააღმდეგეების რაოდენობას გადააჭარბა.

ბოლო მონაცემებით, რეფერენდუმში მონაწილეების 50,5%-მა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა, 49,5%-მა კი - ცვლილების განხორციელების წინააღმდეგ მისცა ხმა. რეფერენდუმის პარალელურად გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნებიც, რომელშიც სანდუმ 42% დააგროვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დასათვლელი საზღვარგარეთ მცხოვრები მოლდოველების ხმები დარჩა, მათი უმეტესობა კი პროევროპულად არის განწყობილი. 

პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ რეფერენდუმში რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო ჩარევას ჰქონდა ადგილი, კერძოდ კი გარკვეულმა ჯგუფებმა ადამიანების მოსყიდვა სცადეს. ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი, რომელმაც ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ რეფერენდუმის პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ პროევროპული ხმების მკვეთრი ზრდა ანომალია იყო, რომლის ახსნა საკმაოდ რთულია.

ცნობისთვის, მეორე ტური სადაც მაია სანდუ და მეორე ადგილზე გასული პრორუსული სოციალისტური პარტიის ლიდერი, ალექსანდრ სტოიანოგლო დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გადამწყვეტი ბრძოლა 3 ნოემბერს გაიმართება.

ავტორი: რამაზ ხატიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი