"მივესალმებით საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგებს... მოლდოველმა ხალხმა სურვილი გამოხატა, თავიანთი მომავალი EU-სთან დააკავშიროს" | ბორელი

გამოქვეყნდა:

"მივესალმებით საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგებს, რომელშიც მოლდოველმა ხალხმა სურვილი გამოხატა, თავიანთი მომავალი ევროკავშირთან დააკავშიროს", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი X-ზე წერს და მოლდოვაში გამართულ არჩევნებსა და რეფერენდუმს ეხმაურება.

„რუსეთი და მისი მარიონეტები მოლდოვაში დემოკრატიული და საარჩევნო პროცესისთვის ძირის გამოთხრას აქტიურად ცდილობდნენ, თუმცა, ჩვენ მოლდოვის ხელისუფლებას არჩევნებისა და საკონსტიტუციო რეფერენდუმის წარმატებით ორგანიზებას ვულოცავთ. მივესალმებით საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგებს, რომელშიც მოლდოველმა ხალხმა სურვილი გამოხატა, თავიანთი მომავალი ევროკავშირთან დააკავშირონ“, - წერს ბორელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი