აშშ-ში, ავიაკატასტროფის შედეგად, ოთხი ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

აშშ-ში, ჰიუსტონში, ავიაკატასტროფის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი დაიღუპა. ვერტმფრენი რადიო კოშკს შეეჯახა

Robinson R44 ვერტმფრენი ჩამოვარდნისას აფეთქდა. ჰიუსტონის პოლიციის უფროსმა ჯ. ნოე დიაზმა დაადასტურა, რომ ბორტზე ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი იმყოფებოდა.

ოფიციალური პირების თქმით, ის ელინგტონის ველიდან აფრინდა, კატასტროფა კი 7:51 საათზე განიცადა. ჰიუსტონის სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, რადიოს კოშკი მთლიანად განადგურდა, მაგრამ ახლომდებარე სახლები არ დაზიანებულა.

ავარიის გამო, მოსახლეობას ელექტრომომარაგება შეუწყდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი