სუდანში სატვირთო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოაგდეს, რომელშიც რუსები იმყოფებოდნენ

გამოქვეყნდა:

სუდანში სატვირთო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოაგდეს, რომელშიც, ადგილობრივი არხების ინფორმაციით, რუსები იმყოფებოდნენ. სავარაუდოდ არის მსხვერპლი. 

სუდანში რუსეთის საელჩო ჯერ არც ადასტურებს და არც უარყოფს ინფორმაციას. დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გარემოებების გარკვევას ართულებს ის, რომ ავიაკატასტროფის ზონა იმ რეგიონში, რომელიც სამოქალაქო ომშია ჩაფლული.

Sudan War Monitor რომელიც ქვეყანაში სამხედრო ოპერაციების შესახებ ანგარიშებს აქვეყნებს, ამტკიცებს, რომ თვითმფრინავი გასამხედროებული ორგანიზაციის სწრაფი რეაგირების ძალების (RSF) მებრძოლებმა შეცდომით ჩამოაგდეს, რადგან ტვირთი, რომელიც ბორტზე იყო, სავარაუდოდ,  თავად RSF-სთვის იყო განკუთვნილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი