Reuters-ი ივანიშვილზე : "ზვიგენების მფლობელი ქართველი მილიარდერი...იშვიათად ჩანს საზოგადოებაში და ბოლო დროს თითქმის ექსკლუზიურად, ტყვიაგაუმტარი შუშის მიღმა"

გამოქვეყნდა:

"ზვიგენების მფლობელი ქართველი მილიარდერი ამომრჩევლებს ეუბნება არ გარისკონ რუსეთთან ომი" - ამ სათაურით საერთაშორისო გამოცემა Reuters-ი ბიძინა ივანიშვილზე სტატიას აქვეყნებს.

"საქართველოს მხსნელი. რუსეთის გუშაგი. ფილანტროპი. ოლიგარქი. ამ ყველაფერს და კიდევ მეტს ბიძინა ივანიშვილს უწოდებდნენ.

მილიარდერი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი და მმართველი პარტიის დამფუძნებელი, იშვიათად ჩანს საზოგადოებაში და ბოლო დროს თითქმის ექსკლუზიურად, ტყვიაგაუმტარი შუშის მიღმა," - წერია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ ივანიშვილმა არჩევნები განიხილა, როგორც ეგზისტენციალური ბრძოლა, რათა თავიდან აიცილოს "გლობალური ომის პარტია", რომელიც საქართველოს რუსეთთან "დამანგრეველ კონფლიქტში ჩაბმისკენ უბიძგებს, როგორც ეს უკრაინაში მოხდა".

"საქართველოსა და უკრაინას არ მიეცათ NATO-ში გაწევრიანების უფლება და გარეთ დარჩნენ... ყველა ასეთ გადაწყვეტილებას იღებს გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს გადამწყვეტი გავლენა NATO-სა და ევროკავშირზე და რომელიც საქართველოსა და უკრაინას მხოლოდ ქვემეხის საკვებად აღიქვამს," - თქვა ივანიშვილმა 29 აპრილს თბილისში გამართულ სამთავრობო აქციაზე, წერს Reuters-ი.

Reuters-ი წერს, რომ საქართველოს 3.7 მილიონიანი მოსახლეობის უმრავლესობას დასავლეთთან დაახლოება და ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება სურს. 

სტატიაში მოყვანილია ოლიგარქის ყოფილი მრჩევლის გია ხუხაშვილის ციტატა, რომელმაც განაცხადა, რომ "მან [ივანიშვილმა] საქართველო აქცია კერძო კომპანიად, რომლის 100%-იანი მფლობელია". მოყვანილია ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ციტატაც - "ძალაუფლების კონსოლიდაცია უზარმაზარია. ამ ქვეყანაში ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტიც კი აღარ არსებობს".

Reuters-ი ასევე წერს, რომ მთავრობამ წელს რუსეთის მიერ შექებული და კრიტიკოსების მიერ დაგმობილი, როგორც ანტიდემოკრატიული და რუსეთისგან შთაგონებული, კანონები მიიღო.

"წელს "ქართული ოცნების" მთავრობამ მიიღო კანონპროექტები "უცხოური აგენტების შესახებ", რომელიც ორგანიზაციების, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებენ, დარეგისტრირებას მოითხოვს. დაარღვიეს ლგბტ უფლებები. [მთავრობამ მიიღო] მოსკოვის მიერ შექებული და კრიტიკოსების მიერ დაგმობილი, როგორც ანტიდემოკრატიული და რუსულით შთაგონებული, გადაწყვეტილებები.

ამ ნაბიჯებმა, თბილისის მხრიდან ანტიდასავლურ რიტორიკასთან ერთად, გამოიწვია ის, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა შეაჩერეს გარკვეული დახმარება საქართველოსთვის და ბლოკმა [EU] გაყინა გაწევრიანების განაცხადი," - წერია სტატიაში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი