იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით, ФСБ-მ მოსკოვის ოლქში საქართველოს მოქალაქე დააკავა

გამოქვეყნდა:

რუსულმა ФСБ-მ მოსკოვის ოლქში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დააკავა. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ დაკავებული საცხოვრებელ სახლში, მოსკოვის ოლქის ქალაქ იგორიევსკში, უკანონოდ ინახავდა მცირეკალიბრის  „TOZ-8“-ს სანადირო თოფს "ИЖ-27"-ს, 300-ზე მეტ ვაზნას, РГД-5 ხელყუმბარასა და 500 გრამზე მეტ დენთს. 

მათივე ცნობით, დაკავებულს აღმოაჩნდა შსს-ს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურის და ე.წ. "აფხაზეთის პასპორტის" ყალბი დოკუმენტები. 

დაკავებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შენახვის მუხლით აღძრეს, თუმცა, როგორც რუსული მედია წერს, დაკავებული ეჭვმიტანილია იარაღით ვაჭრობაშიც.

გარდა ამისა, დეპარტამენტის ცნობით, დაკავებულს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ რუსეთის ფედერაციაში შესვლისა და ყოფნის წესების დარღვევისთვის.

დაკავებულის ვინაობა უცნობია. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი