ივანიშვილის საიდუმლო ოფისი მოსკოვში - Cyber Kmara ინტერნეტსივრცეში მორიგ სატელეფონო ჩანაწერს ავრცელებს. 9-წუთიანი ჩანაწერით ირკვევა, რომ ოლიგარქი ივანიშვილი მის ასისტენტს, ვალენტინა მოროზოვას ელაპარაკება. სატელეფონო საუბრის მიხედვით, ივანიშვილი მისი სიცოცხლის გახანგრძლივების ექიმისთვის ბინის შერჩევის პროცესში თავად იყო ჩართული.
გთავაზობთ ფრაგმენტს აღნიშნული ჩანაწერიდან:
- ესე იგი, ჩვენ გვყავს ექიმი, რომელიც მთელ ჩვენს ოჯახს მკურნალობს და ცხოვრობს ევროპაში. რუსი ქალია, იულია ქვია, მე მერე მის ტელეფონს გამოგიგზავნი.
- მე ვიცნობ მას.
- ჰო, იცნობთ ესე იგი. მოკლედ, მას ბინის ყიდვა უნდა მოსკოვში და კონსულტაცია სჭირდება. ევროპაში ცხოვრობს და ამიტომ ან შენ ან ანდრეი უნდა დაეხმაროთ. რეალტორი უნდა ვიპოვოთ, რომელსაც მივანდობთ ამ საქმეს. ვის შეუძლია ამის საუკეთესოდ გაკეთება?
- ბორის გრიგორიევიჩ, თუ მან იცის, სად უნდა ბინის ყიდვა და თუ ეს ახალაშენებულ სახლშია, მაშინ იქ ადგილზევე ყიდულობენ ბინას და რეალტორი აუცილებელი არ არის. რეალტორი საჭიროა, თუ მეორადი ბაზარია.
- არა, ჯერ არ იცის, შეიძლება რაიონი აქვს არჩეული. მოკლედ, მრჩეველი სჭირდება. ანდრეიმ იცის ამის შესახებ თუ შენ უკეთესად იცი?
- მე საკმაოდ კარგად მესმის, მაგრამ ანდრეი საჭირო იქნება, რომ იურიდიული საკითხები მოაგვაროს.
- გასაგებია, ესე იგი ანდრეი დაეხმარება საბუთებით და მერე შენ დაელაპარაკები.
- დიახ, მე იულიას დავურეკავ და დაველაპარაკები, სად უნდა ბინის ყიდვა და შემდეგ შეგატყობინებთ. გააჩნია, რომელ რაიონში სჭირდება.
- მე ვიცი, რომ მას სჭირდება ერთი მოსახერხებელი ბინა, კომფორტული, რომელსაც გააქირავებს საჭიროების შემთხვევაში.
- თუ ბინა ცენტრშია, მაშინ ფასი არის 20, 30, 40 მილიონი და ზემოთ.
- ამას რუბლებში ამბობ, ხომ?
- დიახ, დიახ.
- კვადრატულ მეტრებში, თუ ცენტრშია ახალაშენებული ბინა, 200-300 ათასი რუბლი გამოდის.
- დოლარი ახლა რა ღირს?
- 75-77 რუბლი ღირს.
- ესე იგი 20 მილიონი რუბლი მითხარი?
- არა, 20 მილიონი იქნება სადმე გარეუბანში, ცენტრში გამოდის სადღაც მილიონნახევარი დოლარი.
- კარგი, ესე იგი ფინანსური ამბების მოსაგვარებლად ჩვენ იურისტი გვყავს და ხალხი, რომელიც კონტრაქტს შეადგენს.
- მოკლედ, დაეხმარეთ, ძალიან კარგი ადამიანია.
- დიახ, ბორის გრიგორიევიჩ, გასაგებია.
- გაქვს მისი ნომერი?
- დიახ, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს.
აღნიშნულ სატელეფონო ჩანაწერს ანოტაციაც ახლავს, სადაც Cyber Kmara წერს, რომ ფარული აუდიომასალა ადასტურებს, რომ ივანიშვილს მოსკოვთან კავშირი არასდროს შეუწყვეტია და მას იქ საიდუმლო ოფისიც კი აქვს განთავსებული.
სატელეფონო საუბარი 2020 წლის 17 ოქტომბრით თარიღდება.