საქართველო იგებს! | "ჩემი ხმა ევროკავშირს" 26 ოქტომბერს გამარჯვების აღნიშვნას რუსთაველზე აპირებს - ორგანიზაციამ მერიას უკვე მიმართა

გამოქვეყნდა:

საქართველო იგებს! 26 ოქტომბერს ქვეყანა ისტორიულ არჩევანს საბოლოოდ გააფორმებს - ამაში დარწმუნებულია სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი, სხვადასხვა პროფესიისა და თაობის წარმომადგენლები, რომლებიც ცვლილებების მნიშვნელობაზე საუბრობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ, "ჩემი ხმა ევროკავშირს", კი დააანონსა, რომ შაბათს, 26 ოქტომბერს, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ, გამარჯვების აღნიშვნას მოქალაქეებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე აპირებს. ორგანიზაციამ ამის შესახებ განცხადებით მერიას უკვე მიმართა. 

ჩვენ განცხადებით მივმართეთ ქალაქ თბილისის მერიას იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება "ჩემი ხმა ევროკავშირს" 26 ოქტომბრის საღამოდან გეგმავს საზეიმო მსვლელობებსა და შეკრებებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო აირჩევს ევროკავშირს და სწორედ ამის შესახებ გაიმართება ეს ზეიმი. ეს იქნება ზეიმი იმის, რომ ის მძიმე დღეები, რაც ქართველმა მოსახლეობამ გამოვიარეთ 26 ოქტომბრამდე, დარჩება უბრალოდ ცუდ მოგონებად და წინ გველოდება ევროპული კეთილდღეობა და ევროპული მომავალი, - ამბობს გიორგი ეკალაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი