"ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა ევროკავშირში ინტეგრაციის გეგმა წარადგინეს

გამოქვეყნდა:

"ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა საარჩევნო პროგრამა "ილიას გზის" ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტის -  ევროკავშირში ინტეგრაციის განხორციელების გზებზე იმსჯელეს. ოპოზიციურ პარტიას აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ მოხდება ცხერაპუნქტიანი გეგმის შესრულება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.

პირველი ნაბიჯი, რაც მათი აზრით უნდა გადაიდგეს, ხელისუფლების ცვლილებაა, შემდეგ კი მნიშვნელოვანია სწრაფი რეფორმები, სასამართლო სისტემის საარჩევნო კოდექსისა და ასევე მნიშვნელოვანია ევროპული ინვესტიცებუს მოზიდვა და რუსული კანონის დროულად გაუქმება.

"პირველ რიგში, უნდა გავაუქმოთ ყველა ის ცუდი კანონი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მიიღო, მათ შორის რუსული კანონი, მაგრამ ასევე უნდა გავაკეთოთ სასამართლოს რეფორმა, პოლიციის რეფორმა, საარჩევნო კოდექსის რეფორმა, ქალების უფლებები უნდა დავიცვათ. ის 9 რეკომენდაცია, რომელიც მოცემული გვაქვს ჩვენ და დღეს საუბარი იყო იმაზე, მზად არის თუ არა და, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციაა რომ კოალიცია მზად არის "ძლიერი საქართველო, მაგრამ, ზოგადად, ოპოზიცია მზად არის, შეთანხმებულია იმ 9 პუნქტზე, რომელთან დაკავშირებითაც რეფორმები უნდა დაინერგოს", - ამბობს ანა დოლიძე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი